ნოემბერში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა

2024 წლის ნოემბერში, თბილისში ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა დიდ დიღომში (26% მთლიან გაყიდვებში), მეორე ადგილას კი საბურთალოა (16% მთლიან გაყიდვებში). ინფორმაციას „ კაპიტალი“ აქვეყნებს.
„ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა ჩუღურეთში, ისანში, დიდუბესა და დიდ დიღომში, სადაც როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა.
2024 წლის ნოემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასმა მთაწმინდის რაიონში თითქმის $2,500 შეადგინა. უბნების უმეტესობაში დაფიქსირდა ახალი ბინების ფასის წლიური ზრდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.