მიხეილ სარჯველაძე – რამდენიმე სამწუხარო გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელმაც არ მგონია, პოლიტიკურად რაიმე განაპირობა, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით კი, გარკვეული ტურბულენტობების რისკი შექმნა

რამდენიმე სამწუხარო გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელმაც არ მგონია, რომ პოლიტიკურად რაიმე განაპირობა და მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით კი, გარკვეული ტურბულენტობების რისკი შექმნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც -მ დაფინანსება შეუჩერა.
მიხეილ სარჯველაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დარეგულირდება და სასარგებლო პროექტები განხორციელდება.
„მოგეხსენებათ, 2024 წელს კონტროვერსიული გადაწყვეტილებები იყო მიღებული ლუგარის ცენტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ეს იყო არა უბრალოდ დაფინანსება და მხარდაჭერა, არამედ იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტები, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა. რამდენიმე სამწუხარო გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელმაც არ მგონია, რომ პოლიტიკურად რაიმე განაპირობა და რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით კი, გარკვეული ტურბულენტობების შექმნის რისკი კი შექმნა. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით, ეს რისკი რეალურად არ განხორციელებულიყო, სისტემა ამ თვალსაზრისთ მდგრადი ყოფილიყო და მას თავისი ფუნქციების კარგად შესრულება გაეგრძელებინა. ამ ცენტრმა შეძლო და რეალურად, გააგრძელა უწყვეტად, მაღალ დონეზე საკუთარი მოვალეობების შესრულება და ასეც გაგრძელდება მომავალში. ჩვენ გავითვალისწინეთ გარკვეული ღონისძიებები იმისთვის, რომ ეს ამ ცენტრის საქმიანობაზე უარყოფითად არ ასახულიყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, [ეს უკვე გლობალური პოლიტიკის საკითხია], რომ უახლოეს მომავალში, ძალიან სწრაფად ურთიერთობები დარეგულირდება, ჩვეულ კალაპოტში ჩადგება და ვფიქრობ, საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის სასარგებლო პროექტები კვლავ აქტიურად გაგრძელდება. ეს პროექტები ხორციელდება დღესაც და მომავალშიც გაგრძელდება. მოხარული ვიქნებით, თუკი ამის განვითარებასა და გაუმჯობესებაში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიც მონაწილეობას მიიღებენ და ექნებათ შესაძლებლობა, ამ კარგი საქმით მათაც ისარგებლონ“,- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-გან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდა.