დავით ჩხეიძე: ლუკაშენკოს ბელორუსში სახალხო წინააღმდეგობის ჩახშობის ხუთი მახასიათებელი

“ალ.ლუკაშენკოს ბელორუსში სახალხო წინააღმდეგობის ჩახშობის ხუთი მახასიათებელი.
როგორ ჰგავს ბ.ივანიშვილის პარტიის ნაბიჯებს და რატომ არ გამოვიდა იგივე საქართველოში?
1. დიდი რაოდენობით ადამიანის დაპატიმრება, წამება;
– საპასუხოდ საზოგადოება საქართველოში არ დაშინდა, წინააღმდეგობა გახდა მრავალათასიანი და უწყვეტი. ხელისუფლების რესურსი ამოიწურა; საზოგადოების არა.
2. თავისუფალი მედიის ხელყოფა;
– ოპოზიციური არხების დახურვის მცდელობებს, ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორებას საზოგადოებამ უპასუხა სოციალური ქსელების გააქტიურებით, ლაივებით, ძალადობის გადაღებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დროის მოპოვებით;
3. პოლიციის და რაზმების ძალადობა;
– საზოგადოებამ გაუწია წინააღმდეგობა, არ დაშინდა; ჯიუტად, გამბედავად დაუპირისპირდა დაშლას, ცემას. ცუდად დაგეგმილმა დარბევის ოპერაციებმა შეარყია პოლიციის რეპუტაცია და გამოიწვია შიდა განხეთქილებები. ძალადობა მოიხსნა, პროტესტი გაგრძელდა;
4. პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, გასახლება;
– საზოგადოებრივ წინააღმდეგობაში პოლიტიკური ლიდერები ჩაიკარგნენ; ორგანიზატორი გახდა თითოეული და ყველა, მაგრამ არა რომელიმე პარტია ან პიროვნება; ლიდერად მოაზრებული პრეზიდენტი გამოვიდა და გაზავდა საზოგადოებაში;
5. ცვლილებები კანონმდებლობაში;
– ახლა ვართ ბოლო ეტაპზე, როდესაც დაიწყო სამართლებრივი ზომების გამკაცრება; შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, ჯარიმების ზრდა, დამცავი საშუალებების: ნიღბების, აირწინაღების აკრძალვა.
ამაზე პასუხია პროტესტის ფორმალური ჩასმა კანონის მოთხოვნაში, მაგრამ დაუმორჩილებლობის გაგრძელება და ყველგან, ყველა საშუალებით გამოხატვა.
ყველა ხსენებული მეთოდის წარუმატებლობის გამო “ქართლი ოცნება” გადავიდა სტრატეგიაში, როდესაც ცდილობს არ შეიმჩნიოს და დროში გაწელოს პროტესტი, გამოფიტოს, დაღალოს და შეაგუოს საზოგადოება;
საფრთხიდან გამომდინარე და მისი გათვითცნობიერების ხარისხის გათვალისწინებით, საზოგადოება ამ გამოწვევასაც ადვილად ართმევს თავს.
საქართველოში აღმოჩნდა ბევრად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, ვიდრე ამისი წარმოდგენა შეიძლებოდა, ბევრად მეტი თავისუფალი ადამიანი.
დღეს ამას ყველა ხედავს, ვინც ემხრობა ხარობს, ვინც ეწინააღმდეგება დათრგუნული და სასოწარკვეთილია.
ამიტომ ავტორიტარული რეჟიმის კრიზისი სახეზეა და მისი დაძლევა გარდაუვალი,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან