დედაქალაქში ახალი ილუმინაციების მოწყობა სრულდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესი გრძელდება. ახალი ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სადაც ბოლო სამონტაჟო სამუშაოებს თბილისის მერი , მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო.
დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მოსახლეობასა და სტუმრებს სასიამოვნო სადღესასწაულო დღეები ელით.
„საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. 15 დეკემბერს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება. ამავდროულად, საახალწლო ილუმინაციები ჩაირთვება. მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საღამოს რვა საათზე, სადაც გაიმართება ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა და კეთილდღეობა. გარდა ამისა, 16 დეკემბერს, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე გაიხსნება საახალწლო სოფელი. საზოგადოებას ვპირდებით სასიამოვნო დღეებს. საახალწლო სოფელში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, წარმოდგენები, კონცერტები. ყველანაირად სასიამოვნო გარემო იქნება. გვესტუმრება თოვლის ბაბუაც, რომელიც თავის სახლში განთავსდება. პატარებს კი ექნებათ შესაძლებლობა, მოინახულონ ის და თავისი სურვილები გაუმხილონ“, – განაცხადა მ.
დედაქალაქის მერმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული მთავარი ნაძვის ხეც დაათვალიერა, რომლის კონსტრუქცია, განათებები და აქსესუარებიც ახალია. თბილისის ქუჩებში სადღესასწაულო განათებები, მთავარ ნაძვის ხესთან ერთად 15 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება.
ამ დროისთვის ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი 51 ქუჩასა და გამზირზე დასრულებულია, 10 ქუჩაზე კი საახალწლო აქსესუარები უახლოეს დღეებში დამონტაჟდება.საახალწლო დეკორაციები მოსახლეობას 50-მდე სკვერში დახვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან