პარლამენტმა 2024 წლის ბიუჯეტი შესაძლოა დღეს დაამტკიცოს

2024 წლის ბიუჯეტი შესაძლოა დღეს დამტკიცდეს. მანამდე სესიაზე კანონმდებლები წარმოდგენილ პროექტს განიხილავენ.
მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 28,5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ხარჯვითი ნაწილი საბოლოო ვერსიაში 165 მილიონი ლარითაა გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ცალკე მიმართულებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. გაზრდილი ბიუჯეტი ასევე გათვლილია ხელფასების ზრდაზე, პროექტების დაფინანსებასა და ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და სოციალურ მიმართულებებზე.
ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს ოპოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი, ოპონენტების გადაწყვეტილება გაუგებარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის წევრობა არ არის ის ჯილდო, რომლის გამოც საქართველო საკუთარ, მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ტრადიციებს ხაზს გადაუსვამს! დიახ ევროპა ჩვენი არჩევანია, თუმცა მის გამო იდენტობას ვერ/არ დავკარგავთ

დადასტურდა, რომ, სინამდვილეში, არანაირი ნაცური თუ ენჯეოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს. ისინი, მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან