დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი

დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი
მეთიუ მილერის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორია ქართველი ხალხის ნება, ქართველი ხალხის ნება არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების თაობაზე მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ხელისუფლებას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.
„დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს