საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები უწყების სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლების შვილებისთვის თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების შვილებს, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„მოზარდებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა. უწყების თანამშრომელთა შვილებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები უკვე გაიმართა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის ბრიგადებში, სადაც ასევე, მოწვეული იყვნენ სამხედროების შვილები შესაბამის რეგიონებში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე