ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის ყველა განცხადება ცარიელი სიტყვებია, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს

სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის განცხადებაც არის ამის გამოძახილი.
„მე სააკაშვილს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი. ცარიელი სიტყვებია მისი ყველა განცხადება, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს. სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას. არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ თვითლიკვიდაციის რეჟიმიდან. რეალურად რადიკალური ოპოზიცია არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში და სააკაშვილის ეს განცხადებაც არის ამის გამოძახილი. მე პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს თვითლიკვიდაციის რეჟიმი არის ქვეყნისთვის კარგი, რადიკალური ოპოზიციისთვის არის ცუდი შესაბამისად, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

Julius Baer-ში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ცალსახად იკვეთება ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა