ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია მძიმე პროცესში შევიდა – ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის მცდელობა დასრულებულია, ყველა სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაერთოს

ოპოზიცია მძიმე პროცესში შევიდა – ყველას ვურჩევდი, გადაიაზრონ ყველაფერი. ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის მცდელობა დასრულებულია, ყველა სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაერთოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ, „ოპოზიციის დამარცხება საბოლოოდ გაფორმდა“.
„ოპოზიცია მძიმე პროცესში შევიდა, მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება და ძალადობრივი რევოლუციის მოწყობა. ახლა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ დღის წესრიგიდან. ყველას ვურჩევდი, რომ გადაიაზრონ ყველაფერი. დასრულებულია ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ყველა სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაერთოს. ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. 29-ში, გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როდესაც მთლიანად ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით. საბოლოოდ განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე წარუმატებლობისთვისაა განწირული. იქნება ეს შიდა სუბიექტებისა თუ გარე სუბიექტების მიერ განხორციელებული თავდასხმები. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ, მათ შორის, ოპოზიციის მიმართ“,- განაცხადა მ.