ირაკლი – სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე

სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რას იტყოდა სააკაშვილის განცხადებაზე რომლის მიხედვითაც, „საქართველოში თავისუფალი ძალიან მალე ჩატარდება, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ქართველი ხალხი ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე სელფს გადაიღებს“.
„სააკაშვილს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი, რა თქმა უნდა, ცარიელი სიტყვებია მისი ყველა განცხადება, არავითარი ფასი და დატვირთვა ამ განცხადებებს არ აქვს, მაგრამ სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე, მის ადგილზე უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი განცხადებების გაკეთებას“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, ახლა „რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმშია“.
„ამაშია ჩარჩენილი რადიკალური ოპოზიცია და როგორც მოგეხსენებათ, ა მათი ლიდერი. ყველას მოვუწოდებ, თვითლიკვიდაციის რეჟიმიდან გამოვიდნენ, რეალურად, რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმშია, სააკაშვილის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია. ეს თვითლიკვიდაციის რეჟიმი ქვეყნისთვის კარგია, რადიკალური ოპოზიციისთვის ცუდია. შესაბამისად, მათი არჩევანია, რას გააკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“