ჯიმ რიში: ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დანიშნა. მთავრობის მცდელობა, რომ საქართველოს მეგობრებზე უარი თქვას, გათვალისწინებულია, მაგრამ მის ხალხს არ მივატოვებთ.

და მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დიდი ხნით დაგვიანებული სანქციები ბოლოს და ბოლოს დაწესდა საქართველოში ამჟამინდელ არეულობაში მისი როლისთვის, კიდევ უფრო მეტი მაინც უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატია.

წერს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია