Tiffany–მ „ტიტანიკთან“ დაკავშირებული არტეფაქტი რეკორდულ თანხად შეიძინა

ამერიკული საიუველირო კომპანიამ, Tiffany & Co.–მ აუქციონზე რეკორდულ თანხად – $1,97 მილიონად შეიძინა გემის კაპიტნის ოქროს ჯიბის საათი, რომელმაც „ტიტანიკის“ მგზავრები გადაარჩინა – ამის შესახებ Diamond World წერს.
Tiffany-ს მიერ 1912 წელს შექმნილი საათი საჩუქრად გადაეცა არტურ ჰენრი როსტრონს, გემი „კარპატიას“ კაპიტანს, რომელმაც „ტიტანიკის“ ტრაგედიის დროს 700-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა.
წარწერა საათზე: „კაპიტან როსტრონისთვის გულწრფელი მადლიერებითა და პატივისცემით ნაჩუქარი, „ტიტანიკიდან“ სამი გადარჩენილისგან 1912 წლის 15 აპრილს. ქალბატონი ჯონ ბ. ტეიერი, ქალბატონი ჯონ ჯეიკობ ასტორი და ქალბატონი ჯორჯ დ. უიდენერი“.
liga.net