მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა 28 კანონპროექტს, რომელთა უმეტესობა დღეიდან ამოქმედდება

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა 28 კანონპროექტს, რომელთა უმეტესობა დღეიდან ამოქმედდება
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული ს ხელმოწერით “საკანონმდებლო მაცნეზე” 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის “შეკრებისა და მანიფესტაციების შეხახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალება.
ყაველაშვილის ხელმოწერით ასევე ამოქმედდა კანონპროექტები, რომლის გათვალისწინებით, გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები, ხოლო საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება.
კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა:
⭕️საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
⭕️ კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ;
⭕️ პოლიციის შესახებ კანონი;
⭕️ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთი სამართალდარღვევებისთვის, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს.
სახის დაფარვა ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
აქციის მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ, თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას.” სანქცია ასევე 2000 ლარი იქნება.
და ა.შ.
კანონების უმეტესობა გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა, ნაწილი კი 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.