ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მერვედფინალის საგზური ხოჭოლავას “კოპენჰაგენმაც” მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეექვსე, დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა და პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გახდა ცნობილი.
მერვედფინალის საგზური „ნაპოლის“ გარდა „კოპენჰაგენმა“ მოიპოვა, რომელმაც სახლში „გალათასარაის“ 1:0 სძლია და A ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. დანიურ გუნდს ტრავმის გამო კვლავ ვერ დაეხმარა დავით ხოჭოლავა, რომელიც, ალბათ, პლეი-ოფებამდე მწყობრში ჩადგება.
ადრე ჯგუფური ეტაპი “მანჩესტერ სიტიმ”, “ბაიერნმა”, “ინტერმა”, “სოსიედადმა”, “რეალმა”, “ლაიფციგმა”, “ატლეტიკომ”, “ბარსელონამ”, “დორტმუნდმა”, “ლაციომ”, პსვ-მ და “არსენალმა” გადალახეს. ამრიგად, შემდეგი ეტაპის 14 მონაწილე უკვე ცნობილია, დანარჩენი ორი კი დღეს გაირკვევა.
მანჩესტერ იუნაიტედი – ბაიერნი 0:1
გოლი: კომანი (70)
კოპენჰაგენი – გალათასარაი 1:0
გოლი: ლარაგერი (58)
გაძევება: ლარაგერი (90. კოპენჰაგენი)
პსვ – არსენალი 1:1
გოლები: 0:1 ნკეტია (42), 1:1 ვერტესენი (50)
ლანსი – სევილია 2:1
გოლები: 1:0 ფრანკოვსკი (63, პენ), 1:1 სერხიო რამოსი (79, პენ), 2:1 ფიულჟენი (90+6)
ნაპოლი – ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)
უნიონი – რეალი 2:3
გოლები: 1:0 ფოლანდი (45+1), 1:1 ხოსელუ (61), 1:2 ხოსელუ (72), 2:2 კრალი (85), 2:3 სებალიოსი (89)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (45, რეალი)
ინტერი – სოსიედადი 0:0
ზალცბურგი – ბენფიკა 1:3
გოლები: 0:1 დი მარია (32), 0:2 რაფა (45+1), 1:2 სუჩიჩი (57), 1:3 კაბრალი (90+2)

ასევე დაგაინტერესებთ