ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა.
ნეაპოლურმა გუნდმა 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.
თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზილენსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ
დაანება, შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, პოლიტანოს და ანისას მატეუსმა არ გაატანინა, შემდეგ რასპადორიმ ხვიჩა მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და ქართველის დარტყმული ბურთი მატეუსმა ფეხით მოიგერია. პორტუგლიელებმა იერიშებით უპასუხეს და გომესმა ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში „კვარას“ გარღვევა მენდეშმა უხეში ვარდნით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო, მატჩი კი 2:0 დასრულდა და “ნაპოლი” მერვედფინალში იასპარეზებს.
შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 16 დეკემბერს იტალიის პირველობაზე სახლში „კალიარისთან“ ჩაატარებს.
ნაპოლი – ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)
თუ არ და ვეღარ თამაშობ, ვინც დაგრჩა მაყურებელი, იმათ მაინც უთხარი რომ ისედაც დაღლილს ფეხებზე მორები დაგკიდეს და ვეღარ დარბიხარ საერთოდ, შედეგიანობაზე ხომ მოკვდა ბაზარი ისედაც