“კონგრესი თუ უკრაინა–ისრაელის დახმარების პაკეტს ვერ დაამტკიცებს, პუტინს “ყველაზე დიდ საშობაო საჩუქარს” გაუკეთებს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
“კონგრესს, სანამ საახალწლო არდადეგებზე გავა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცება სჭირდება. თუ ისინი [დახმარების პაკეტს] ვერ დაამტკიცებენ, პუტინს ყველაზე დიდ საშობაო საჩუქარს გაუკეთებენ, რაც შეიძლება, მას აჩუქონ”, – თქვა ბაიდენმა.
იხილეთ ასევე:
· ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარს გამოუყოფს
· “არ მინდა, იმედი დაკარგოთ” | ბაიდენი ზელენსკის
· “უკრაინის საგარეო მხარდაჭერაზე დამოკიდებულება თანდათან მცირდება… ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს” | ზელენსკი