“არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი პრეზიდენტი” – რას ამბობს მიხაილ როთი

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა:

“სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი პრეზიდენტი, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით.

ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც შეიძლება მალე” – ამბობს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს