„ასი წელი რომ ვიცოცხლო, არასდროს ვაპატიებ ივანიშვილს ამ სირცხვილის გრძნობას“ – ლევან ლორთქიფანიძე

კავკასიის სახლის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
„ასი წელი რომ ვიცოცხლო, არასდროს ვაპატიებ ივანიშვილს იმ სირცხვილის გრძნობას, რომელიც დილიდან მახრჩობს.
ათასწლოვანი ისტორიისაა და სულ მცირე თხუთმეტსაუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის მქონე ერს, დიდი მეფეების, ილიასა და პირველი რესპუბლიკის შთამომავლებს სახელმწიფოებრივ სიმბოლოდ გვტენიან საშუალოზე დაბალი რანგის, უწიგნურ და უზნეო, თავისუფალი ნების არმქონე, პოლიტიკურ მონად ქცეულ სპორტსმენს, რომელმაც დაფიცების ნაცვლად კინაღამ დაიგინა კონსტიტუციაზე.
ყველაფერი შეიძლება ვაპატიოთ პოლიტიკურ ფიგურას, მაგრამ სახელმწიფოს ნიშნების მოსპობა და დიდი ხალხის “ბანანის რესპუბლიკაში” გამოკეტვა უპატიებელია!
ბ-ნო ყაველაშვილო, სანამ პირში სული მიდგას თქვენც არ გაპატიებთ, რომ ასეთი უბირი ხართ და ბედავთ თავს საქართველოს პრეზიდენტი უწოდოთ…“

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის