სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფას 179 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება.
გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – „MEGOBARI აქტის” მიღება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” იქნება კეთროვანი – ეს აქტი მნიშვნელოვანია, რათა „ოცნებას” გაეფანტოს ილუზიები, რომ ლობისტების საშუალებით რამეს მოივაჭრებენ

ეკა გიგაური – „მეგობარ აქტში“, მოცემულია ყველაფერი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს – მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება