შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აქციის ექვსივე მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/13812c5d-89d2-4ced-a0be-371687eb4e30_w1200_r1-osYtLE-300x169.jpeg)