სოზარ სუბარი: საქართველოს ეყოლება პრეზიდენტად ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხელ ყაველაშვილი და მინდა მივულოცო მას და მთელ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას და მის ინაუგურაციას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო არის ერთადერთი საფიცარი, ერთადერთი სალოცავი და ერთადერთი საზრუნავი.
„საქართველოს პრეზიდენტად ეყოლება ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხელ ყაველაშვილი და მინდა მივულოცო მას და მთელ საქართველოს. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როცა პრეზიდენტზე ვლაპარაკობთ და ხაზგასმა გვიწევს იმაზე, რომ ის იქნება ქვეყნის პატრიოტი. ასეთი ბუნებრივად უნდა იყოს ნებისმიერი პრეზიდენტი, თუმცა, მინიმუმ რამდენიმე წინა პრეზიდენტის ისტორიიდან გამომდინარე გვიწევს ამის ხაზგასმა.
ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო არის ერთადერთი საფიცარი, ერთადერთი სალოცავი და ერთადერთი საზრუნავი. საქართველო არის მისთვის ყველაფერი, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებს და სხვა ხელისუფლებებს ემსახურებოდნენ აქამდე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება