: მართლმადიდებლობამ, ქართველი კაცის ჰუმანური ბუნების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი და სწორედ ქრისტიანული რელიგია გახდა გადამწყვეტი ფაქტორი

მიხეილ ყაველაშვილი: მართლმადიდებლობამ, ქართველი კაცის ჰუმანური ბუნების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი და სწორედ ქრისტიანული რელიგია გახდა გადამწყვეტი ფაქტორი
ჩვენი ერის საბოლოოდ ჩამოყალიბებასა და შეკავშირებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქრისტიანულმა მრწამსმა. მართლმადიდებლობა და ქართველობა დროთა განმავლობაში ერთმანეთისგან განუყოფელ, ერთ მთლიან ცნებად იქცა! ყოველთვის, როდესაც სამშობლოს იცავდა, ქართველმა კაცმა იცოდა, რომ ის იცავდა საკუთარ ოჯახსა და სარწმუნოებას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მართლმადიდებლობამ, ქართველი კაცის ჰუმანური ბუნების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი და სწორედ ქრისტიანული რელიგია გახდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ქართველი ერის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანი საბოლოოდ განაპირობა.
„სამ საუნჯეს უნდა მოვუფრთხილდეთ განსაკუთრებით, ისე როგორც ეს დიდმა ილიამ დაგვიბარა – თუ მამულს, ენასა და სარწმუნოებას არ ვუპატრონეთ, ვერც კაცები ვიქნებით და ვერც მომავალ თაობას გავცემთ პასუხს! რომ არა ამ ღირებულებების ერთგულება, რომ არა საკუთარი თავის რწმენა და ერთმანეთის სიყვარული, ქართველი ერი ვერ შეძლებდა ამდენი განსაცდელის გამოვლას და გადარჩენას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს