აქციის მონაწილეებს პარლამენტთან „წითელი ბარათები“ აქვთ მიტანილი

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებს წითელი ფურცლები აქვთ გაშლილი, რაც მათივე თქმით, “წითელ ბარათს” გამოხატავს ხელისუფლებისადმი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი „არალეგიტიმურ მთავრობას“ აპროტესტებენ და სკანდირებენ: “მონებო!”, “რუსებო!”.
ასევე, ისინი პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირზე აბრახუნებენ.
ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩაზე საპოლიციო კორდონია მოწყობილი, მათ პარალელურად კი აქციის მონაწილეები დგანან.
ცნობისთვის, მოქალაქეების ნაწილმა ორბელიანების სასახლიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია