,,რატომ ურჩევნიათ ბავშვებს რეპეტიტორთან სიარული? – ამ შეკითხვით მივმართე მე-5/მე-8 კლასის დაახლოებით ოც მოსწავლეს“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
,,რატომ ურჩევნიათ ბავშვებს რეპეტიტორთან სიარული? – ამ შეკითხვით მივმართე მე-5/მე-8 კლასის დაახლოებით ოც მოსწავლეს. მათი პასუხები დაახლოებით ასეთი იყო:
– კერძო მასწავლებელი მეტ სითბოს და სიყვარულს გამოხატავს.
– კერძო მასწავლებელი მეტს გვაქებს და ნაკლებს გვაკრიტიკებს.
– კერძო მასწავლებელი უფრო საინტერესოდ გვასწავლის.
– კერძო მასწავლებელი მეტ ყურადღებას გვაქცევს.
– კერძო მასწავლებელი მეტ დროს უთმობს ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობას.
– კერძო მასწავლებელი მეტად განიცდის ჩვენს ხასიათს, გულგრილი არაა ჩვენი განწყობების მიმართ.
– თუ რამე არ გამოგვდის, კერძო მასწავლებელი ცდილობს გაგვამხნევოს გამტყუნების ნაცვლად.
იგივე შეკითხვა ამ პასუხებით დავუსვი სასკოლო პროცესზე და სკოლების მასწავლებლების თემაზე და ძირითადად საპირისპირო პასუხები მივიღე.
აი, ეს აკლია ჩვენს სკოლას დღეს – საინტერესოობა გაკვეთილებს, ემპათია მოსწავლეების მიმართ, წახალისება მოსწავლეებს, ზოგადად, დადებითი გარემოც.
და ამ მხრივ, ჩემი დროის სკოლას მაგონებს, თუმცა მე არაერთი მასწავლებელი მყავდა, რომლებიც სულ ზრუნავდნენ საინტერესო ყოფილიყვნენ ჩვენთვის სტანდარტული რუტინის ნაცვლად, სითბოს გამოხატავდნენ და ყოველთვის მჯეროდა რომ ჩემთვის და სხვებისთვისაც ცხოვრობდნენ. მყოლია ისეთებიც, რომლებიც გვეჯიბრებოდნენ, ერთი სული ჰქონდათ რამეში “გამოვეჭირე” და თუ წავისუსტებდი რაღაცაში, მომენტს არ უშვებდნენ.
თანამედროვე სკოლა მოსწავლეზე, როგორც ინდივიდზე ორიენტირებული სკოლა უნდა იყოს და ფორმალურად ასეცაა, სადაც სწავლის მიმზიდველობა, მოსწავლესთან ურთიერთობა და მოსწავლის მოტივაციაა საკვანძო, თუმცა, დღევანდელ სასკოლო ცხოვრებაში, ეს, სამწუხაროდ, იშვიათად ხდება.”

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის