შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაზე – სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედებაა – ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა

ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ს -ის პრეზიდენტის ს ინაუგურაციაზე მიწვევა.

პაპუაშვილის განცხადებით, „ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა“.

„ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს უცნაურობებიც წარსულს დარჩება. მგონი, ეს ინაუგურაცია იცით ვისი ინაუგურაციაც არის და ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ამის შესახებ ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მოხარული ვარ მოვიწვიო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში“, – წერს უილსონი.