მიხეილ სარჯველაძე – კაჟივით მტკიცე ვართ იმ პოზიციაში, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია

მართლა კაჟივით მტკიცე ვართ იმ პოზიციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი იმყოფება.
სარჯველაძის თქმით, რთული სანახავი იყო ის დამოკიდებულება, რომელიც ოპოზიციამ გამოავლინა დღეს „მინისტრის საათზე“, იმ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც არ შეიძლება ცდილობდე პოლიტიკური დივიდენდების აღებას, მაშინ, როდესაც თემა არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის და ღირებულებების.
„ეს უბრალოდ, პოლიტიკურად არა, ადამიანურადაც ამორალური გახლავთ. აქ იყო ხაზგასმა კვალიფიკაციასთან და ექსპერტიზის ნაკლებობის დაკავშირებით, მაგრამ ნება მიბოძეთ ამ თვალსაზრისით არ დაგეთანხმოთ. მე არ მგონია, ვინმეს კარგად არ აქვს გათავისებული, რომ შერიგების სამინისტრო არ არის ის სამინისტრო, რომელსაც მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის უფლება აქვს. არ შეიძლება შერიგების სახელმწიფო მინისტრს ეკითხებოდე, მაგალითად, გამოძიების დეტალებს ან რა უნდა მოხდეს რაღაც კონკრეტული სამართალდარღვევების პრევენციისთვის, რომელიც თავისთავად უკიდეგანოდ დიდი მნიშვნელობის საკითხებია, ამას არავინ აკნინებს, მაგრამ უნდა იცოდეს, სად, როდის, ვისთან უნდა დასვა ეს კითხვები და არ უნდა აქციო ეს თემები მანიპულაციის საგნად. დღეს რამდენჯერმე ახსენეს ენის მოჩლექით ვინმესთან ლაპარაკი. გულწრფელად ვამბობ, ჯერ ერთი, არავის ენა არ მოუჩლექია, ეს არის ტყუილი და საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ არავის ჩვენ ხელისუფლებაში, არავისთან ენა არ მოუჩლექია. ვართ მართლა კაჟივით მტკიცე იმ პოზიციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უბრალოდ, შეუძლებელია სტრასბურგში 2021 წელს ჩვენ ქვეყანას ეზეიმა გამარჯვება. გამარჯვების შინაარსი კი, ეს გახლავთ, რომ დე იურე, ვინც სტრასბურგის იურისპრუდენციას აღიარებს შეუძლებელია ვინმემ ოდესმე ეჭვქვეშ დააყენოს, რომ ს ფედერაცია არის ოკუპანტი სახელმწიფო, ნებისმიერი უფლების დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე პასუხისმგებელი. თუ ენის მოჩლექა ამას ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ იციან, რომ ასე არ არის.
რას გვთხოვენ ან რას უწუნებენ მინისტრს? ამიხსენით, რა უნდა გაკეთდეს მართლა, ომის გამოცხადების გარდა, რა არის კონკრეტული ღონისძიება, რომელიც უნდა კეთდებოდეს და არ კეთდება? ვინმეს თქვას და დაასახელოს“-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რითაც ოპოზიციას მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის