ბალოტელიმ “ჯენოაში” გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს

34 წლის თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, რომელიც “ჯენოაში” ოქტომერში გადავიდა, შეიძლება გუნდი გამოიცვალოს.
“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ბალოტელის კონტრაქტში მუხლია, რომლის მიხედვით მხარეებს 31 დეკემბრამდე ცალმხრივად შეუძლიათ თანამშრომლობის შეწყვეტა. კლუბს ხელშეკრულების გაგრძელება სურს, მარიოს პოზიცია კი უცნობია.