“ევროპელების 81% მიიჩნევს, რომ ჩვენს დემოკრატიულ სისტემებში უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო დადგა” – ევროკომისია

2024 წლის ევროპარლამენტის ს წინ ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი მიიღო, რომელიც გააძლიერებს გამჭვირვალობასა და მესამე ქვეყნების სახელით ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობის დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, რაც მიმართულია პოლიტიკაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენის მოხდენაზე. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
“Eurobarometer-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელების 81% მიიჩნევს, რომ ჩვენს დემოკრატიულ სისტემებში უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო დადგა”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიის წინადადება მოიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა რეგისტრაცია გამჭვირვალობის რეესტრში. კერძოდ, სუბიექტები, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში.
ინტერესთა წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ძირითადი ელემენტები საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება, რაც გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საშუალებას იძლევა. ეს ეხება, მაგალითად, მიღებულ წლიურ თანხებს, მესამე ქვეყნებსა და საქმიანობის ძირითად მიზნებს.
სუბიექტებს, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, მოეთხოვებათ შეინახონ ჩანაწერები მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის ან მასალის შესახებ ამ საქმიანობის დასრულებიდან ოთხი წლის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო