ჩაქვი-ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ჩაქვი-ს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
ადგილობრივების თქმით, მსუბუქ ავტომობილში 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც.
მათივე თქმით, მსუბუქი ავტომობილი გვირაბთან გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?