აშშ-მ სანქციები რუსეთთან დაკავშირებულ 150-ზე მეტ ფიზიკური პირსა და სუბიექტს დაუწესა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკური პირსა და სუბიექტს, რომლებიც რუსეთს ში ომის წარმოებასა და სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას -ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
შეზღუდვებს დაექვემდებარა სხვადასხვა ქვეყნის კომპანია, მათ შორის, ჩინეთის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებულ საამიროების, შვეიცარიის, სინგაპურის, მალდივების, სა და ტაჯიკეთის.
როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სანქციების მიზანია მესამე ქვეყნებში სხვადასხვა პირებისა და კომპანიების საქმიანობის შეჩერება, რომლებიც რუსულ სამხედრო-სამრეწველო ბაზას ძირითადი ტექნოლოგიებით, აღჭურვილობითა და რესურსებით ამარაგებენ.
სანქციები შეეხო რუსულ კომერციულ ბანკებსა და საინვესტიციო კომპანიებსაც.