ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის დაფინანსებაზე: ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე

ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის დაფინანსებაზე: ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ ს შედეგებიდან გამომდინარე
ისინი დაეთანხმნენ არა მხოლოდ დაფინანსების მიღებას, არამედ, იმ კონკრეტულ თანხას, რაც მათ გამოუყო საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, – განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არა მხოლოდ აღიარებენ არჩევნებს, არამედ აღიარებენ ამ არჩევნებში საკუთარ შედეგებსაც, მათ შორის, ერთი ხმის და ერთი ლარის დონეზეც კი.
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მათი მხრიდან კიდევ საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, ან პარლამენტს არ აღიარებენ, ან ა.შ. უკვე აღარ არის გონივრული. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებების და იმ გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელსაც ჩვენ ველოდებით, მათ შორის 29 დეკემბრის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია გაზაფხულის სასესიო სხდომებზე უკვე პარლამენტში შემოვა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.