“გალათასარაი” არ ჩერდება – თურქებმა “ლიონს” მიქაუტაძის ტრანსფერზე გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართეს

თურქული მედიის ინფორმაციით, “გალათასარაიმ” “ლიონს” გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მეორე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
პირველ ჯერზე სტამბოლელებმა ფრანგებს 17 მილიონი ევრო შესთავაზეს, ახლა კი ეს თანხა 18,5 მილიონ ევრომდე ასწიეს.
სავარაუდოდ, “ოლიმპიკი” ამ წინადადებასაც დაბლოკავს, რადგან “ლიონი” ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მინიმუმ 20 მილიონი ევროს აღებას გეგმავს.
შეხსენებისთვის, მიქაუტაძე ბოლო პერიოდში “ლევერკუზენსა” და “ევერტონსაც” დაუკავშირეს. ადრე სპორტულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგის მიმართ ინტერესი ტურინის “იუვენტუსსა” და “ვესტ ჰემსაც” ჰქონდათ.