კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება – ირაკლი კობახიძე

კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ისინი თითქოს უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ისინი ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში. ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელ რუსეთთან ვაჭრობით. აქედან აბსოლუტურად ყველაფერი არის გარკვეული. გარდა ამისა, ჩვენ ამ ადამიანებსაც, სხვებსაც, შევთავაზეთ საჯარო დისკუსია არაერთხელ ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტული ბიზნესმენებიც გაექცნენ ამ დისკუსიას. მიზეზი არის მარტივი – ასეთ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გაირკვევა, რომ სინამდვილეში ისინი მოქმედებენ არა რაღაც ობიექტური ანალიზის საფუძველზე, არამედ საკუთარი სუბიექტური ინტერესების მიხედვით“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს