“პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ უკრაინას სჭირდება დახმარება… მან ეს სასწრაფოდ უნდა მიიღოს” | სენატორი შუმერი

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ ს სჭირდება დახმარება… მან ეს სასწრაფოდ უნდა მიიღოს”, – ამის შესახებ სენატორი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი საუბრობს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ უკრაინას სჭირდება დახმარება და თუ ეს დახმარება იქნება, უკრაინა გაიმარჯვებს. მან ასევე დეტალურად ისაუბრა, როგორი დახმარება სჭირდება უკრაინას და როგორ გაიმარჯვებს ის. მან ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის დამარცხება პუტინის გამარჯვებას ნიშნავს და ეს ძალიან სახიფათოა ამერიკისთვის. უკრაინას სჭირდება დახმარება და ეს დახმარება მან სასწრაფოდ უნდა მიიღოს, – ამბობს შუმერი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი -ს კონგრესში ცოტა ხნის წინ მივიდა, სადაც ის აშშ-ის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს სენატორებსა და კონგრესმენებთან შეხვედრებს მართავს.
ზელენსკი შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს თქვა, რომ კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ ს პრეზიდენ პუტინს შთააგონებს.

ცნობისთვის, კონგრესი ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.