ნიკა მელია აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირებაზე – ყველას, ხელქვეითს, სხვადასხვა გზებით გამოჭერილს თუ მხარდამჭერს, არწმუნებდნენ, რომ „დაალაგებს” – ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია

ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია – ფულს! – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის -ისგან დასანქცირებას.
როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილისთვის ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია.
„ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომლისთვისაც ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია, არსი და საზრისი. მას თუ რამის ეშინია, ფინანსურ რესურსზე წვდომის დაკარგვაა; თუ რამით იცის მართვა, ფულია; თუ რამეს გადააყოლა ყველა და ყველაფერი, მათ შორის ქვეყანა, შვეიცარიაში გაყინული აქტივია.
ყველას, ხელქვეითს, სხვადასხვა გზებით გამოჭერილს თუ მხარდამჭერს, არწმუნებდნენ, რომ „დაალაგებს”. ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია – ფულს!“ – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.