რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი – ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა გადაეცეს პროირანელ დიქტატორებს

ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა გადაეცეს პროირანელ დიქტატორებს! ეს არის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის საბიუჯეტო წინადადების საკვანძო პრინციპი – ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. კონგრესმენი ჯო უილსონი წლების განმავლობაში უძღვება ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფზე მუშაობას – მადლობა თქვენი ლიდერობისთვის! – ამის შესახებ ნათქვამია რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის განცხადებაში.
რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი ასევე აზიარებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებას, რომელშიც იგი კითხვას სვამს, რა უნდოდა სულ რამდენიმე თვის წინ ირანში ს იმ ტერორისტული დაჯგუფებების („ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, „ჰეზბოლა“, „ჰამასი“) ლიდერებთან, „რომლებიც აქტიურად გეგმავდნენ ს მკვლელობას“.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – სოხუმიდან ფრენების ფონზე თავმოყვარე ხელისუფლება საპირწონე ზომებს მიიღებდა – ქვეყანას რომ ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, მას უკვე გამოცემული ექნებოდა აქტი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს