რაც არ უნდა დამემართოს, მხოლოდ ხალხის კონსოლიდაციას მოახდენს — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ ს განცხადებით, ს არჩევა და ინაუგურაცია უკანონოა, ამიტომ თავად რჩება პრეზიდენტად.
The Rest Is Politics-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვას, თუ რა გეგმა აქვს 29 დეკემბრიდან, თუმცა თქვა, რომ რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად
„ეს და პრეზიდენტის ინაუგურაცია უკანონია. ამიტომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ ჩემს საქმეს. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ინტერვიუში მან ისაუბრა ივანიშვილის ცენტრალურ როლზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში და ასევე საგარეო კურსის გადახრაზე სკენ.
„ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რუსეთისკენ გადახრა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა. შევარდნაძეც კი არ ეგუებოდა რუსეთს ისე, როგორც „ქართული ოცნება“, — თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი პასუხისმგებელია ივანიშვილის წინაშე, რომელიც არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლების რუსეთთან კავშირების ზუსტი ფორმატის განსაზღვრა ძნელია.
„რა არის პირდაპირი კავშირი პუტინთან, იღებენ თუ არა მითითებებს პირდაპირ თუ წინასწარ ასრულებენ, მაგრამ შეგვიძლია შევხედოთ ობიექტურ სურათს. ობიექტური სურათი ისაა, რომ დე ფაქტო პრემიერი კობახიძე ირანში ტერორისტის დაკრძალვაზე მიდის. ეს ხალხი ყოველ მეორე დღეს დადის უნგრეთში და ძალიან ახლოს გრძნობენ მათთან თავს. ისინი ასევე მიდიან ჩინეთში და მათ [პეკინს] მისცეს ან პროცესშია ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის გადაცემა. ზოგს ხელი მოაწერეს, ზოგს არა. ზუსტად არ ვიცით, რადგან ეს არ არის ძალიან გამჭვირვალე. მაგრამ საქართველოს მთავარი სტრატეგიული ობიექტები, ანაკლიის პორტი და მეორე აეროპორტი განხილვის პროცესშია ჩინელებთან, რომლებიც შედის ცენტრალური მაგისტრალის პროექტში“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, რომც დააკავონ, საქართველოს მოსახლეობის პროტესტი არ დასრულდება.
„ხალხი არ აპირებს იმის აღიარებას, რომ მათ მოიპარეს მათი ევროპული მომავალი. რაც არ უნდა დამემართოს, გარკვეულწილად, ეს მხოლოდ ქუჩაში გასული ხალხის კონსოლიდაციას მოახდენს“, — დასძინა ზურაბიშვილმა.
გადაცემის წამყვანებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ს შესახებ, პუტინისადმი მისი დამოკიდებულების ხარისხის შედარება სთხოვეს ივანიშვილის დამოკიდებულების ხარისხთან.
„ლავროვი, როცა ვიცნობდი და ეს არაერთხელ მითქვამს, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი იყო. ზოგმა ამის გამო გამიკრიტიკა და თქვა, რომ პრორუსული პოზიცია იყო. არაფერია ამაში პრორუსული. ის იყო კარგად მომზადებული პროფესიონალი, ისევე როგორც ბევრი რუსი დიპლომატი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის იყო იმ გადაწყვეტილების შემსრულებელი, რომელიც პუტინმა ან მედვედევმა მიიღო. მას არ ჰქონდა ავტონომია, მე ვერ ვხედავდი და დღეს დანამდვილებით არ აქვს. ვფიქრობ, ივანიშვილს აქვს ავტონომიის გარკვეული ხარისხი. ის ცდილობს ასიამოვნოს პუტინს, მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ მას თავად არ ეშინია პუტინის მხარდაჭერის… რამდენად მყარია ეს მხარდაჭერა, როდესაც უყურებს, რა მოხდა ასადის შემთხვევაში. ასე რომ, ეს განსხვავებული ურთიერთობებია და არა პუტინის [ბრძანებების] პირდაპირი შემსრულებელი. ამასთან, მან დიდი ხანი იცხოვრა რუსეთში და იცის, როგორ ექცევა პუტინი მათ, ვინც უკვე აღარ სჭირდება“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.