სალომე ზურაბიშვილის გარეშემო მყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მისგან პრინციპულად ისეთი ნაბიჯების გადადგას ითხოვს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება – მეცოდება ადამიანი, ვინც სამშობლოს განცდა დაკარგა და უსამშობლოების ხელში ჩავარდა! თავი ლიდერი ეგონა და ამ ადამიანების ხელში მარიონეტად ჩამოყალიბდა, – ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკის თქმით, ახლა ის დრო მოვიდა, როცა წინა პლანზე თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს.
„გეგმა არ შეცვლილა – მათი გეგმაა დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რევოლუცია და სისხლისღვრა. ეს გეგმა უკვე იმ სტადიამდე მივიდა, როცა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯებია საჭირო იმის ჩანაცვლებისთვის, რაც თბილისის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე დღე იყო – ცეცხლი, დაპირისპირება, შეჯახება, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ხალხის დაშავება, მაგრამ ამან სათანადო განვითარება ვერ ჰპოვა, რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ამოსუნთქვის შესაძლებლობა იქნებოდა.
ახლა ის დრო მოვიდა, როცა წინა პლანზე თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.