თეა ახვლედიანი – ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის, რაც სამშვიდობო ინიციატივით, ჩვენ მიერ დანერგილი მორიგი მექანიზმია

ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის, რაც სამშვიდობო ინიციატივით, ჩვენ მიერ დანერგილი მორიგი მექანიზმია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
მისი თქმით, ჯანდაცვის კუთხით, რეფერალური სახელმწიფო პროგრამის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებასთან ერთად, გრძელდება ს რეგიონის დახმარება სათანადო მედიკამენტებითა და ვაქცინებით
„სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომის ხელშეწყობა და ამ მიზნით, მუშაობის გაგრძელება შესაბამისი მექანიზმების სათანადო ფუნქციონირების და მათი შემდგომი სრულყოფის უზრუნველსაყოფად. ჯანდაცვის კუთხით, რეფერალური სახელმწიფო პროგრამის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებასთან ერთად, გრძელდება აფხაზეთის რეგიონის დახმარება სათანადო მედიკამენტებითა და ვაქცინებით. სიახლეს რაც წარმოადგენს – წელს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის 3 დადგენილებაში, რის შედეგადაც ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, იქნება ეს ც-ჰეპატიტის, დიალიზის, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მომსახურების, დიაბეტის თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის, რაც სამშვიდობო ინიციატივით ჩვენს მიერ დანერგილი მორიგი მექანიზმია“,-განაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს