გიტანას ნაუსედა – საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშეა

ახლახან ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშეა.
„საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშეა. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით