ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, ინფორმაციას ფრანგული რადიო, France Bleu ავრცელებს.
მათი ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს ქალაქ პაუში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა. ინფორმაცია პროკურორმა დაადასტურა.
გამოცემა Franceinfo-ზე დაყრდნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის შემდეგ დაიწყო. დაზარალებული ქალი ამბობს, რომ ბეგბედერთან კონტაქტი ორჯერ ჰქონდა: პირველად შეთანხმებული სექსი ჰქონდათ, მეორედ მწერალმა ის სასტუმროში გააუპატიურა.
ქართველი მკითხველი მას ნაწარმოებით, ,,99 ფრანკი“, იცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას