მედია – უკრაინაში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი გარდაიცვალა

უკრაინული ძალების მიერ დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ ჯარისკაცი სერიოზული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
მანამდე, სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა პირველი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე აიყვანეს.
და სეული აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის დასახმარებლად 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, თუმცა მოსკოვი და ფხენიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)