ზურაბ ჯაფარიძე – ინაუგურაცია ალბათ, ოჯახურ წრეში იქნება, სტუმრები საერთოდ არ ეყოლებათ – ნიკარაგუა და ვენესუელაც ვერ ჩამოვლენ იმიტომ, რომ დასანქცირებულები არიან და შორიდან მოუწევთ შემოვლითი ფრენა

ინაუგურაცია ალბათ, მართლა ოჯახურ წრეში იქნება, სტუმრები საერთოდ არ ეყოლებათ – ნიკარაგუა და ვენესუელაც ვერ ჩამოვლენ იმიტომ, რომ დასანქცირებულები არიან და შორიდან მოუწევთ შემოვლითი ფრენა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 29 დეკემბერს, რა დროსაც საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, დედაქალაქში, სავარაუდოდ, ისეთი აქცია და მარში გაიმართება, როგორც აქამდე, 28 ნოემბრის შემდეგ იმართება.
„არავინ მაგას არ აღიარებს. იქნება მართლა ოჯახურ წრეში ამბავი. [ქართველი] ელჩები ჩამოიყვანეს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელჩებს დაასწრებენ. არ ასწრებენ არც ერთ უცხო ქვეყნის ელჩს. ინაუგურაციის ამბავი ხომ ისაა, რომ ჯარი არის ხოლმე და ფიცს დებს ხოლმე [პრეზიდენტი]. მაგასაც არ აკეთებენ. უცხოელი სტუმრები უნდა ჩამოვიდნენ, რომლებიც პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ და ამით ერთგვარ აღიარებაზე და მანდატზე რამე განსაკუთრებული მოლოდინი ვერ ექნებათ, იმიტომ რომ ნიკარაგუა და ვენესუელა თუ ჩამოვა, თორემ… ეგენიც ვერ ჩამოვლენ, იმიტომ რომ დასანქცირებულები არიან და შორიდან მოუწევთ შემოვლითი ფრენა. სტუმრები საერთოდ არ ეყოლებათ ალბათ და მართლა ოჯახურ წრეში იქნება [ინაუგურაცია]“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”