14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე | ბრალდებულის გადაწყვეტილებით, საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე | ბრალდებულის გადაწყვეტილებით, საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ
თელავის რაიონულ სასამართლოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა ასიმ ასლანოვმა მიიღო, რომელიც პროცესს თავად ესწრებოდა.

ასკლანოვის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილი ბრალის არცერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმის არსებითი განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება.
შეგახსენებთ, 14 წლის არასრულწლოვნის საქმეზე ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ბავშვის დედასა და ბიძას. ხოლო მკვლელობაში ბრალდებულ “ქმარს” რამდენიმე დღის წინ ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლითაც დაუმძიმდა.
ავტორი: ია გულიაშვილი