პაკისტანში აფეთქების შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ექვსი კაცი სამხედრო ბანაკში ასაფეთქებელი სატვირთო მანქანით შეიჭრა, შედეგად დაინგრა შენობა და სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა. განცხადებას პაკისტანის არმია ავრცელებს.
არმიის განცხადებით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში სხვადასხვა ოპერაციებში ორი ჯარისკაცი დაიღუპა, 21 ბოევიკთან ერთად.
„ბანაკში შესვლის მცდელობა ფაქტობრივად აღკვეთეს, რამაც ტერორისტები აიძულა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა შეეყვანათ პოსტზე, რასაც მოჰყვა თვითმკვლელთა ტერორისტული თავდასხმა“, – ნათქვამია არმიის განცხადებაში.
პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ანვაარ ულ ჰაკ კაკარმის ოფისის განცხადების თანახმად, მან დაგმო თავდასხმა და თქვა, “ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ მამაცი მოწამეების ოჯახებს, ჩვენ ვიბრძოლებთ.”
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანის ჯგუფმა, Tahreek-e-Jihad Pakistan (TJP), აიღო. მათი თქმით, მისმა ბოევიკებმა განახორციელეს თავდასხმა პაკისტანის არმიაზე.