ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვის კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს

ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მდებარე ელექტროგადამცემ კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს, – The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ვესაუბრე [ესტონეთის პრემიერ-მინისტრს] კრისტენ მიხალს ბალტიის ზღვის კაბელებზე შესაძლო დივერსიის შესახებ. ნატო სოლიდარობას უცხადებს მოკავშირეებს და გმობს ნებისმიერ თავდასხმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაკვირდებით ესტონეთისა და ფინეთის გამოძიებებს და მზად ვართ შემდგომი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა რუტემ.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაზიანდა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი. მოგვიანებით, ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, Eagle S-ი, რომელსაც ბალტიის ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ წყალქვეშა კაბელის გათიშვა მან გამოიწვია და რომ გემმა ასევე ინტერნეტის ოთხი ხაზი დააზიანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”