მარკო მიხელსონი – აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?

რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს ევროპასა და ამერიკაში, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე, აგდებს აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს და ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით. არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი საბოლოოდ ანგარიშვალდებული გავხადოთ ისე, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს? – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მშვიდობა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი გზა, რომელიც მნიშვნელოვანია. მშვიდობა მშვიდობისთვის არის დაშოშმინება მიუნხენის სულისკვეთებით“, – აცხადებს მიხელსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”