“ნაპოლის” ნახევარმცველს ორი კლუბი ეპატიჟება

26 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მაიკლ ფოლორუნშომ (სიმაღლე 190 სმ) შეიძლება “ნაპოლი” დატოვოს.
იტალიური მედიის ცნობით, ფოლორუნშოს სამსახურით “ფიორენტინა” და “ლაციო” არიან დაინტერესებული და არაა გამორიცხული, მალე კლუბი გამოიცვალოს.
ფოლორუნშო “ნაპოლიში” 2019 წელს “ვირტუს ფრანკავილადან” გადავიდა, მას შემდეგ ნეაპოლურ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვირდა და უმეტესად განათხოვრებული იყო.
მიმდინარე სეზონში მაიკლმა 7 მატჩში 103 წუთი ითამაშა, “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 7 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში