ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო “მთავარ არხზე” გილაურის ფონდის პიარი, რის გამოც არხი დატოვა

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მათ მიერ ს რეჟიმის პრემიერის, ნიკა გილაურის ფონდის გაპიარების და თავად ჟორჟოლიანის ფონდისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობის გამო დატოვა.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ნანუკას არ ჭირდება პიარი, თუმცა საუბარია დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის და არ უნდა მოხდეს არხის დავიწროება.
„პიარი კი არ ჭირდება ნანუკას, აქ იყო საუბარი დამოკიდებულებაზე, რომ არხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ფონდის, ან მხოლოდ ერთი ადამიანის აქ ამაზე იყო საუბარი. ნანუკას რაში ჭირდება პიარი, ნანუკას თავისი პლატფორმა აქვს, ნანუკას თავისი ინსტაგრამი აქვს. აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე უბრალოდ. პიარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გილაურის ფონდი. არ შეიძლება იყოს კონცენტრაცია მხოლოდ ერთზე ან აქეთა მიმართულებით ან იქეთა მიმართულებით, არ შეიძლება ასე ჩაკეტვა სივრცის. ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ის, რომ არ შეიძლება არხის დავიწროება“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა სატელეფონო ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს