მედია: თვითმფრინავმა, რომელსაც ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი, აფრენა ვერ შეძლო

“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ს აეროპორტიდან Azimut-ის თვითმფრინავმა, რომელსაც ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი, აფრენა ვერ შეძლო.

მგზავრებისთვის უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი. ერთ-ერთი მგზავრის ცნობით, ბორტზე მყოფ ხალხს ტერიტორიის დატოვება ახსნა-განმარტების გარეშე მოსთხოვეს.

თვითმფრინავმა თითქოს აფრენა დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად გაჩერდა. ხალხს ახსნის გარეშე მოსთხოვეს ბორტის დატოვება. ახლა ყველა ტერმინალში ველოდებით რეისის შესრულებას,” – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან – იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია